20 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ამ დრომდე უცნობია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემკვეთი და მოტივი

პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ბესიკ ხარძიანის ადვოკატმა.

„ის პირები არიან დასახელებული, რომელიც თავიდანვე გაცხადდა ოჯახის წევრებთან, რომელთა დახმარებითაც მოხდა ამ პირების იდენტიფიცირება და ყველა ის საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები იქნა გატარებული, ამ ხსნის განმავლობაში ეს მტკიცებულებები იკრიბებოდა და დღეს ჩათვალა მიზანშეწონილად პროკურატურამ ეს განცხადება გაეკეთებინა,“ - განაცხადა ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.  

ამ დრომდე უცნობია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემკვეთი და მოტივი. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა, თუმცა პროკურატურას ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია.

უწყებამ მკვლელობაში ბრალდებულებად უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები დაასახელა. ალექსანდრე დამეტოვსა და ოლეგ დოევზე უკვე რამდენიმე თვე ძებნაა გამოცხადებული. დღეს პროკურატურამ ის სქემა წარადგინა, რომლის მიხედვითაც მკვლელობაში ეჭვმიტანილები მოქმედებდნენ.

დღის ამბები