ჭიათურმანგანუმის თანამშრომლებმა კომპანიის წინ აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოს მოტხოვნით მიმართავენ, რომ ცნოს დაზარალებულად და კომპენსაციები გადაუხადოს.
20 იანვრიდან ჭიათურმანგანუმმა დროებით შეაჩერა წარმოება. ამ ხნის განმავლობაში 3 ათას 200 თანამშრომელს 20 მაისამდე ხელფასის 60 პროცენტს გადაუხდის. ამის შემდეგ კი თანამშრომელთა დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება.
აქციის მონაწილეებს კი ეჭვი ეპარებათ, რომ მათ ისევ დააბრუნებენ სამუშაოდ და თანხის 40 პროცენტის გადახდას მთავრობას თხოვენ.