20 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
თბილისის მერიაში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის საკითხზე მსჯელობის მიზნით გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საცობების წარმოქმნის თვალსაზრისით სადისტრიბუციო ავტომანქანებს მნიშვნელოვანი პროცენტული წილი უჭირავს.

დედაქალაქის მთავრობის წევრებმა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნეს თავიანთი ხედვა საცობების განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო ავტომანქანების მოძრაობის განრიგის შესახებ და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

„შევთანხმდით, რომ შემდგომ შეხვედრაზე მათ გავუკეთებთ კონკრეტულ წინადადებას, თუ რომელ ქუჩებზე, დროის რა პერიოდებში შეიძლება მოხდეს გარკვეული რეგულაციები,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.

 

დღის ამბები