ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე მოსახლეობას რჩევას აძლევს. უწყებაში აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტები არასათანადოდ აფასებენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, შესაბამისად იმატებს არამიზნობრივი გამოძახებების რაოდენობა.
„როდესაც ჩართული იქნება ოჯახის ექიმი ამ პროცესში ოჯახის ექიმი გავა ეს ამბულატორიული იქნება, ბინაზე გამოძახება თუ ექიმის ვიზიტი ბინაზე, ექიმი შეაფასებს მის მდგომარეობას და კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას რა არის კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტისთვის საჭირო,“-აცხადებს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი, სამედიცინო დირექტორი ბექა იოსელიანი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული კი განმარტავს, რომ 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე კიდევ რამოდენიმე ცენტრი გადავა. მისივე თქმით ქვეყანაში ჯერჯერობით ეპიდემია არ არსებობს, თუმცა სამინისტრო მზადყოფნის რეჟიმში გადადის.