20 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
ვეტერენათა ჰოსპიტალის მედპერსონალი და ვეტერანები შიხიაშვილის გადადგომას ითხოვენ

ვეტერენათა ჰოსპიტალის გადარჩენის მიზნით დღეს საგაფიცვო კომიტეტი შეიქმნა. ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალი და ვეტერანები ჰოსპიტალისთვის დაფინანსების აღდგენას და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხემლძღვანელის ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას ითხოვენ.

თავად შიხიაშვილი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და არც ჰოსპიტალისთვის დაფინანსების აღდგნას გეგმავს.

ირაკლი შიხიაშვილს წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებენ ვეტერანების ჰოსპიტალის საგაფიცვო კომიტეტის წევრები და მას ტყუილსა და აფიორაში ადანაშაულებენ.

იმის შესახებ, რომ ახალი ჰოსპიტალის დაფინასებითსთვის თანხა არ დაიხარჯებოდა, ვეტერანებს ნარმანიას უწყებამ წერილობითი განმარტება გადაუგზავნა. უარის მიზეზები მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ჩივიაშვილმა განმარტა.

ავტორი:ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები