20 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
კიდევ ერთი გარდაცვლილი H1N1-ს ვირუსით - პირველადი ჯანდაცვა საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

ზუგდიდში H1N1 ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მისი ამ ტიპის ვირუსით გარდაცვალება ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, თუმცა არ დადასტურდა ამ ტიპის ვირუსით, კიდევ ერთი, შუახნის მამაკაცის გარდაცვალება თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში.

ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები იმ რისკ-ჯგუფში შედიან, რომლებსაც ექიმები ვირუსული ინფექციის შემთხვევაში განსაკუთრებულ სიფრთხილეს ურჩევენ. ასევე რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ორსულები, ახალშობილები და მოხუცები. სპეციალისტების განცხადებით ამ შემთხვევებში არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტიპის ვირუსით დაავადდება ადამიანი, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ყველა შტამი სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ვირუსულმა ინფექციამ გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი მიმართვიანობა კლინიკებში გაორმაგდა.

სპეციალისტები დაახლოებით ერთ კვირაში დაავადების კიდევ უფრო გავრცელებას ელოდებიან.

ავტორები: ეკა გაგუა, ტატო გურგენიძე. 

 

დღის ამბები