20 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
დღეიდან 14 მოთხილამურე პატრული გუდაურში მთელი დღის განმავლობაში იმორიგევებს

დღეიდან 14 მოთხილამურე პატრული გუდაურში მთელი დღის განმავლობაში იმორიგევებს.

პატრული ყველა იმ ადამიანს გააჩერებს, რომელიც სათხილამურო ტრასაზე სხვას საფრთხეს უქმნის. პატრულის თანამშრომლებს მკაცრად გაწერილი მითითება აქვთ მიუცემული მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯარიმის გამოწერის უფლება არ აქვთ, პასუხისმგებლები არიან სათხილამურო ტრასაზე წესრიგი დაიცვან.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად სათხილამურო ტრასაზე დილის 10:00 საათიდან გავლენ. საპილოტე პროექტის ფარგლებში მოთხილამურე პატრულები ჯერ მხოლოდ გუდაურში იქნებიან.

პატრულის მინიმუმ 2 თანამშრომელი სპეციალური აღჭურვილობით ღამის 22:00 საათამდე იმორიგევებს.

სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოებას ამ დრომდე მხოლოდ ინსტრუქტორები უზრუნველყოფდნენ.

ავტორი:გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები