20 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების თემა პარლამენტში და მის გარეთ ხმაურისა და დაპირისპირების საბაბი გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის განხილვა, რომელიც 100 ქულიან სისტემას, ჯარიმების განკაცრებას და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას ეეხება, პარლამენტში დაპირისპირების ფონზე დაიწყო.

დარბაზთან ერთად კი ხმაური იყო შენობის წინაც, სადაც ცვლილებებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აპროტესტებდა. 

ინციდენტი თამაზ მეჭიაურსა და აქციის მონაწილეს შორის მას შემდეგ მოხდა, როდესაც პარლამენტთან შეკრებილები დეპუტატს შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ.

საკანონდებლო ორგანოსთან შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას აპროტესტებდნენ.

შენიშვნები უმცირესობის გარდა მმართველი გუნდის წევრებმაც გამოთქვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოპოზიციამ საგზაო მოძრაობის მოწესრიგების ნაცვლად მძღოლების შეზღუდვაში დაადანაშაულა. 

საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტმა დღეს დაიწყო.

ავტორები: თეონა ცხომელიძე, სოფო ვარდიაშვილი. 

 

 

დღის ამბები