02 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
ზაზა ფაჩულია NBA All Star-ში ვერ ითამაშებს

ზაზა ფაჩულია NBA All Star-ში ვერ ითამაშებს. ხმის მიცემის საბოლოო შედეგები  NBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

საბოლოო შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულიამ 768 112 ხმის დაგროვება შეძლო რაც მას სამეულში მოსახვედრად არ ეყო და მეოთხე ადგილზე გავიდა. 

პირველ ადგილზე 1 891 614 ხმით Kobe Bryant, მეორე ადგილზე 980 787 ხმით Kevin Durant ხოლო მესამე ადგილზე 782,339 ხმით Kawhi Leonard გავიდა. 

შუალედური შედეგების მიხედვით რომელიც 14 იანვარს გამოქვეყნდა  ფაჩულია 299 584 ხმით გამოკითხვაში მე-8-ე ადგილს იკავებდა. 

NBA All Star 14 თებერვალს კანადის ქალაქ ტორონტოში გაიმართება.

 
დღის ამბები