საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სოფელ ალვანში თუში ქალების ხელსაქმის სოციალური საწარმოს გახსნას დაესწრო. საწარმოს გახსნა თუშეთში ქალთა თემის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პრეზენტაციაზე პროექტის მონაწილეებზე გადაღებული დოკუმენტური ფოტო მასალის და სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.
პრეზენტაციას პროექტში ჩართული ექსპერტ-პედაგოგები და პროექტის მონაწილე ბენეფიციარი, თუში ქალბატონები დაესწრნენ.