საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა,ოთარ დანელიამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ,,ნარინჯისფერი რთველის“ შედეგები შეაჯამეს. შეხვედრაზე რეალიზებული ციტრუსის შესახებ ისაუბრეს. ამ ეტაპზე ქვეყნიდან ექსპორტირებულია 26 061 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 9 000 ტონმდე ციტრუსი. სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1 827 744 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 894 325 ლარია.
,,ნარინჯისფერ ირთველის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, 2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი. ფუნქციონირებს ცხელი ხაზიც - 2 47 01 01. ყველა დაინტერესებულ პირს ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება სოფლისმეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.apma.ge შეუძლია.