20 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ბოლო დღეებში 112-ის მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა

ბოლო პერიოდში გავრცელებული ვირუსების გამო 112-ში ზარების რაოდენობამ იმატა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული აცხადებს, სამინისტრომ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა 112-ის ოპერატორებისათვის სპეციალური პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მოხდეს კლასიფიცირება რეალურად კრიტიკული შემთხვევებისა, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

ზარების რაოდენობის მატების შესახებ საუბრობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების ოპერატიული მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილეც. თეა გზირიშვილის განცხადებით, ხშირია ზარები, რომლებიც არ საჭიროებენ რეალურად სასწრაფო დახმარებას.

„112 შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუშაობს განსაკუთრებულ რეჟიმში. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არის გაზრდილი ზარები, თუმცა ეს განპირობებულია იმითაც, რომ რეკავენ არა გადაუდებელი შემთხვევების ხასიათის ზარებიც. მაგალითად, თავის ტკივილისა და ხველების შემთხვევების დროსაც რეკავენ, რაც ზრდის საგრძნობლად ზარებს და აფერხებს იმათ ზარებს, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება,“ - განცხადა თეა გზირიშვილმა.

დღის ამბები