გრიპის ვირუსის გავრცელების მასშტაბები იზრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით საგანგაშო მონაცემები ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა მედიკოსები მოუწოდებენ მოქალაქეებს დაიცვან ჰიგიენის და სხვა სახის შესაბამისი რეკომენდაციები.
არსებული ვითარება ჟურნალისტებთან დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ შეაფასა და თქვა, რომ დინამიკა მზარდია, თუმცა არა საგანგაშო.
„ქვეყანაში არის დინამიკა გრიპით ავადობის ზრდისა, თუმცა არც თუ საგანგაშო. წინა კვირის მონაცემებით 100 ათას მოსახლეზე 245-250 ავადობის მაჩვენებელი იყო. ამ კვირის მონაცემებით გვაქვს 273. სიკვდილიანობა დღეის მონაცემებით 4 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გაქვს,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.