20 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა გადაიდო

სააპელაციო სასამართლოში დღეს უნდა დაწყებულიყო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა, თუმცა იმის გამო, რომ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა ერთ-ერთი მსჯავრდებული გიორგი ცააძე და ასევე ადვოკატი მალხაზ ვენიჯალაშვილი, ამის გამო მოსამართლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება და სხდომა გადადეს. პროცესის შემდეგ მოხდა მცირე დაპირისპირება დაკავებული პოლიციელების ოჯახის წევრებსა და ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს შორის. ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროცესის გადადებასთან დაკავშირებით იმ საუძვლით, რომ არ გამოცხადდნენ მსჯავრდებულები, ამასთან ერთად არ იქნა წარმოდგენილი მალხაზ ველიჯალაშვილი. სასამართლოსავე განცხადებით, მიზეზი ადვოკატის წარმოუდგენლობის გახლავთ მისი ჯამრთელობის მდგომარეობა, თუმცა რაიმე სახის დოკუმენტი ამასთან დკავშირებოით სასამრთლოში არ წარმოუდგენია ადვოკატს“ -განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

 

დღის ამბები