20 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
კორტების საქმეზე დაკავებულის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს

კორტების სპეცოპერაციის სასამართლოს დაწყებამდე, საპროტესტო აქცია გაიმართა სასამართლოს ეზოს გარეთ, სადაც დაკავებული პოლიციელების ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს მისი დაკავება. ისინი აცხადებენ,  ყევლა მათგანი უნდა გათავისუფლდეს რადგანაც ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები.    

“არ გვინდა, რომ ისევ ისე მოიქცნენ მოსამართლეები, როგორც მოგვექცა კოჭლამაზაშვილი, გარდა განაჩენისა, სულ უნამუსოები, უსინდისოები და ცრუ დამსმენები გვეძახა, ადამიანს რომელსაც ვერ გაურკვევია მოსამართლეს რას ნიშნავს ცრუ დასმენა, ვერანაირად ვერ გამოიტანდა კანონიერ განაჩენს, განზრახ მკვლელობის განაჩენს მითუმეტეს“ - განაცხადა გიორგი ცააძის დამ ირინა ცააძემ.

ირაკლი ფირცხალავას მეუღლეს თქმით, კრიმინალი წახალისებულია და ეს ძალიან ცუდ შედეგებს გამოიტანს.

“მოქალაქეების უსაფრთხოება არის დაუცველი იმიტომ, რომ ხალხი ხედავს, რომ პოლიციელები ისჯებიან, დამნაშავეები ცხადდებიან უდანაშაულოდ, ანუ კრიმინალი არის წახალისებული და ეს ძალიან ცუდ შედეგებს გამოიტანს თუ ამას თავისი სახელი არ დაერქმევა და ეს არ დამთავრდება ისე, როგორც საჭიროა“ - აღნიშნა ნინო ხვიტიამ. 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები