20 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
4 სულიანი ოჯახის სახლს ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება

რამდენიმე წლის წინ ლაგოდეხის რიაიონის სოფელ ბაისუბანში მომხდარმა მიწისძვრამ მენთეშაშვილების 2 სართულიანი სახლი დააზიანა. 4 სულიანი ოჯახის სახლის ნაგებობა იმდენად დაზიანებულია, რომ მისი ჩამონგრევის საფრთხე ძლიერი წვიმის დროსაც არსებობს. ამ საფრთხის გამო, მენთეშაშვილების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 6 წლის შვილი, კვირის დღეებს საოჯახო ტიპის სახლში ატარებს.

ოჯახი თვიდან თვემდე მხოლოდ პენსიისა და სოციალური დახმარების თანხით ცხოვრობს, ამის გამო სახლის შეკეთებას საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებენ. მათ დახმარებას სოფელ ბაისუბნის მაცხოვრებლები ცდილობენ. პრობლემის მოსაგვარებლად, მეზობლები საქმეში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.

დაზიანებული სახლისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, თანხა არ აქვთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. გამგეობაში ოჯახის საკითხის შესწავლას, მხოლოდ დახმარების წერილის ოფიციალურად მიღების შემდეგ გეგმავენ.

ამ დროისთვის უცნობია რა დასკვნას გამოიტანს კომისია მენთეშაშვილების საქმეზე. მანამდე კი 4 სულიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ისევ სახლის დანგრევის საშიშროების წინაშე დგას.

ავტორი: თათია ხორბალაძე

დღის ამბები