20 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
H1N1-ის გავრცელების სტატისტიკა იცვლება, მონაცემები კი ეპიდემიას უახლოვდება

H1N1-ის გავრცელების სტატისტიკა კვლავ იცვლება. ოფიციალური მონაცემებით 100 ათას მოსახლეზე დღეისათვის 273 შემთხვევაა დაფიქსირებული.

საქართველო ამ ეტაპზე ეპიდემიის ზღვარზე არ არის, თუმცა გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად იზრდება.

H1N1-ის სწრაფი ტემპით გავრცელების გამო, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. თბილისში დღეს უკვე პირველადი დახმარების მესამე ცენტრი გაიხსნა.

გრიპის ვირუსით დაავადებულებს პირველად დახმარებას ოჯახის ექიმები აღმოუჩენენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. 

გრიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალისტები მოქალაქეებს შესაბამისი რეკომენდაციებით, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებისთვის დროულად მიმართვისკენ მოუწოდებენ.

ავტორები: ეკო მაღრაძე, თამაზ თხილიშვილი, ფატი მდორეული. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები