20 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
უნიკალური ხეები ივანიშვილის პარკში გადააქვთ

კომპანია, ზიმო რომელიც უნიკალური ხეების ციხისძირიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ადასტურებს, რომ დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია. პარკი, სადაც ასწლოვანი ხეები დაირგვება კერძო საკუთრებაა და ვერც ერთი სტრუქტურა ვერ აკონკრეტებს გადავა თუ არა ის მომავალში სახელმწიფოს საკუთრებაში.

კომპანია ზიმოს ხელმძღვანელი ასწლოვანი ხეების ციხისძირიდან შეკვეთილში გადატანას "სასწაულს" უწოდებს. სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების ნებართვა კერძო კომპანიას არჩილ ხაბაძის ბრძანებით 6 ათას 200 ლარად გადაეცა. ზიმოში დღეს დაადასტურეს, რომ ხეების გადატანისა და ამისთვის საჭირო მასშტაბური სამუშაოების დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია.

აჭარის მთავრობა პირდაპირი მიყიდვის წესით გიგანტური ხეების კერძო პირისთვის გადაცემას ოზურგეთში მშენებარე პარკის საზოგადოებრივი მნიშვნელობით ასაბუთებს. ოფიციალური განმარტების მიხედვით, ქვეყნისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პარკი ივანიშვილის საკუთრებაა.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები