გლდანში, ნოზაძის ქუჩაზე გარევაჭრობის პროცესს მომხმარებელთა ფედერაციის წარმომადგენელი ადგილზე გაეცნო.
მადონა კოიძის შეფასებით, ტერიტორიაზე არ არის შესაბამისი პირობები, ანტისანიტარიაა და მოვაჭრეებს არც ხორცის გასაყიდი დოკუმენტაცია გააჩნიათ.
სპეციალისტი რაიონის გამგეობას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.
გამგეობაში კი განმარტავენ, რომ ვალდებულება ზედამხედველობის სამსახურს ეკისრება.