ვინ იქნება რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი ცნობილი დღეს გახდება. ქორთიარდ მერიოტში 13:00 სააათზე რაგბის კავშირის საანგარიშო ყრილობა დაიწყება, რომელზეც რაგბის კავშირის პრეზიდენტს 4 წლის ვადით აირჩევენ.
არ ჩევანი 2 კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს - კავშირის გამგეობის წევრი გოჩა სვანიძე და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ილია ზედგინიძე.
კენჭისყრა დახურული იქნება, არჩევნებამდე კი რაგბის კავაშირის მოქმედი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე 4 წლიანი მუშაობის შედეგებს შეაჯამებს.
"განწყობა შესანიშნავი მაქვს. კონკურენტს პიროვნულად ვერ შევეხები ცუდად, რადგან ის მართლა ღირსეული ადამიანია, მაგრამ მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი არ არის მზად იმისთვის რა განაცხადიც გაკეთებული აქვს. ღირსეული გამარჯვებული არ ნიშნავს, რომ დამარცხებული უღირსია, ეს იმ შემთხვევაშიც თუ მე გავიმარჯვებ,"- განაცხადა გოჩა სვანიძემ.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ილია ზედგინიძეც იბრძოლებს. მას მიაჩნია, რომ გამარჯვებას თავად მოიპოვებს.
"გოჩა სვანიძე ღირსეული კონკურენტია. შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ შემთხვევაში ქართული რაგბი განვითარებას არ შეწყვეტს,"- განაცხადა ზედგინიძემ.
ავტორი: დავით ერაძე.