გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში ამ დრომდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება საყოფაცხოვრებო ნარჩენების საკითხი.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმდებარე ტერიტორია გარდაბნის გამგებლობის კანდიდატთან და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად დაასუფთავა.
ადგილზე იმყოფებოდა გამგებლის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი.
გარდა ამისა გაიმართა შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან, ნიკა მელიასთან. მასთან საუბრის დროს ადგილობრივები დასუფთავების გარდა მთავარ პრობლემად ავარიულ კორპუსებს, წყალს და გზას ასახელებენ.
“დღეს სიმბოლურად დავასუფთავეთ ტეროტორია, რომ შევარცხვინოთ ივანიშვილი, შევარცხვინოთ ადგილობრივი გუბერნატორი, რომ ხვალიდან მიხედონ ამ დასახლებას. გარდაბნის გამგეობაში მუშაობს 212 ადამიანი. რაში უხდის ივანიშვილი 212 თანამშრომელს გარდაბნის გამგეობაში, სადაც შენობა ვერ დაიტევს 100 კაცზე მეტს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.