20 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
ბოლო 24 საათში H1N1 ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოს 159-მა ადამიანმა მიმართა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის სიმპტომებით რესპუბლიკურ საავადმყოფოს 159-მა პაციენტმა მიმართა. ექიმების ინფომრაციით, აქედან 4-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, რადგან მათ პნევმონია დაუდგინდათ. H1N1 დადასტურებული შემთხვევით კლინიკაში ამჟამად ერთი ადამიანია მოთავსებული. ანალოგიური შტამით იაშვილის კლინიკაში 6 წლამდე ასაკის 11 ბავშვი იმყოფება - მათგან ნაწილს ფილტვების ანთებაც აღენიშნება.

 “რესპუბლიკურ საავადმყოფოს 24 საათის განმავლობაში 159-მა ადამიანმა მიმართა აქედან 4 ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ამასთან ერთად სახლში გასვლის 10-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, ისეთი შემთვევები, რომ იყოს რაღაც საგანგაშო ამჯამად არ არის. ეპიდემიის საშიშროება არ არის“ - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ.     

ამავე თემაზე
დღის ამბები