20 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
"არანაირი ჩარევის ნიშნები არ არის,"- ილია ზედგინიძე რაგბის კავშირის არჩევნებზე საუბრობს

რაგბის კავშირი ახალ პრეზიდენტს ირჩევს. ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც დახურულ რეჟიმში წარიმართება რამდენიმე წუთში დაიწყება, მანამდე კი ილია ზედგინიძე და გოჩა სვანიძე რაგბის კავშირის წარმომადგენლებს საკუთარ სამოქმედო გეგმას გააცნობენ. 

ილია ზედგინიძე ამბობს, რომ არანაირი ჩარევა არ არის არჩევნების პროცესში და ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელსაც რაგბისტები აირჩევენ. 

"არანაირი ნიშნები არ არის რომ რაიმე ძალა ერევა. სარაგბო ოჯახი არის, ერთიანი დამოკიდებულებაა, რომ რაგბისტებმა უნდა აირჩიონ მომავალი პრეზიდენტი,"- აცხადებს ზედგინიძე.

იმ ფაქტს, რომ ჩარევები არ არის ადასტურებს გოჩა სვანიძეც, რომელიც ამბობს, რომ ღირსეული გაიმარჯვებს. 

"რაგბის განვითარება გაგრძელდება. გაიმარჯვებს ღირსეული. უღირსი არც დამარცხებული იქნება. გაიმარჯვებს ის, ვინც საუკეთესო იქნება,"- აცხადებს სვანიძე. 

 



 

 

დღის ამბები