4 წლით რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობას გოჩა სვანიძე დაიკავებს. ფარული კენჭისყრის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. სვანიძე ამბობს, რომ ის თანამშრომლობას ყველასთან აპირებს, რათა მორაგბეებს ხელი შეუწყოს წარმატებების მიღწევაში.
"დამარცხებული არავინ არ არის. ძალიან მცირეა სხვაობა. ვფიქრობ რაგბის კავშირს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია. შეთავაზება თანამშრომლობის არის ყველასთვის თანაბრად ღია,"- აცხადებს სვანიძე