რაგბის კავშირის პრეზიდენტად გოჩა სვანიძე აირჩიეს, რომელმაც ილია ზედგინიძეზე 3 ხმით მეტი აიღო. გამარჯვებულ სვანიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტობა უკვე მიულოცა ზედგინიძემ, რომელიც ამბობს, რომ ის გუნდთან ერთად მუშაობას გააგრძელებს.
"წარმატებებს ვუსურვებ გოჩას. ყველას მხარდაჭერა დასჭირდება მას. ჩემს გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას,"- აცხადებს ზედგინიძე.