20 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
"რაგბი ჩემით არ იწყება და არ მთავრდება,"- გია ნიჟარაძე

"რაგბი ჩემით არ იწყება და არ მთავრდება,"- ეს განცხადება რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც კავშირმა ფარული კენჭისყრის დროს ახალი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე აირჩია. 

ყოფილი პრეზიდენტი მოქმედს წარმატებებს უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ ქართული რაგბი მომავალში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს. 

"რაგბი ჩემით არ იწყება და არ მთავრდება, არც ილოთი და არც გოჩათი. ყველაზე იქნება დამოკიდებული რამდენად წარმატებული იქნება რაგბი და რამდენად
შორს წავა,"- აცხადებს გია ნიჟარაძე. 

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე იბრძოდნენ. არჩევნებში კი რამდენიმე ხმით გამარჯვება სვანიძემ მოიპოვა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები