ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო H1N1-ის ვირუსის გავრცელებაზე საუბრობა და აქცენტს იმ სპეციალურ სამედიცინო ცენტრებზე აკეთებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში სპეციალურად ვირუსით დაავადებულთათვის მოქმედებს.
„ამ პუნქტების გახსნის ამოცანა იყო, რომ სასწრაფოზე შემცირებული დაწოლა. რესპუბლიკურ საავადმყოფოებში და სხვა წერტილებში მიმართვიანობა იზრდება და მცირდება სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა. რაც შეეხება ჯამურ მიმართვიანობას, ის საქართველოს მასშტაბით შემცირებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა რისკი მოხსნილია, თუმცა ავადობის ძირითადი ხაზი არის დაახლოებით იგივე რაც შარშან იყო,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.