20 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
ISIS-ის მებრძოლის დაღუპვის შესახებ ოჯახის წევრებმა სოციალური ქსელიდან შეიტყვეს

ISIS-ის მებრძოლის ხვიჩა გობაძის  დაღუპვის ფაქტს მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ მათ სოციალურ ქსელებზე დაყრდნობით შეატყობინეს.

ხვიჩა გობაძის მამამ რუსთავი 2-ის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ ის შვილს დაახლოებით 2 კვირის წინ ესაუბრა და მას შემდეგ კონტაქტი არ ჰქონია. ილია გობაძე ამბობს, რომ  მისი შვილის გარდაცვალების ამბავი ასევე ინტერნეტის საშუალებით გაიგო, თუმცა ამ თემაზე საუბარი მას არ სურს. 

როგორც გობაძემ აღნიშნა მასთან მისული იყო რამდენიმე პირი და გააფრთხილეს, რომ მის შვილზე  ნაკლები ესაუბრა, შესაბამისად ნაკლები პრობლემა შეექმნებოდა. ის ასევე აცხადებს, რომ არ გამორიცხავს, რომ მომავალში ისიც დაიჭირონ.

შეგახსენებთ, რომ  ISIS-ის მებრძოლის, ხვიჩა გობაძის გარდაცვალების ფაქტი   დღეს რუსთავი 2-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 

სუს-ში დეტალეზე არ საუბრობენ, თუმცა დაზუსტებით ამბობენ, რომ ხვიჩა გობაძე დაიღუპა. 

ასევე შეგახსენებთ, რომ ხვიჩა გობაძემ რამდენიმე კვირიკს წინ ISIS-ის 3 ქართველ თანამებრძოლთან ერთად მუქარის შემცველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისინი საქართველოს ემუქრებოდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები