20 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
სიკვდილიანობა ციხეში და რეგულაციები, რომლებიც ვადაზე ადრე გათავისუფლებას ხელს უშლის

სუნთქვის მწვავე უკმარისობის მეოთხე ხარისხის ნაცვლად, რომელიც პატიმარ ლაშა ხაბაძეს დაუდგინდა, მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნაში მხოლოდ მესამე ხარისხია მითითებული, რაც პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების უარის თქმის საფუძველი გახდა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის ბრძანებაში, სადაც მძიმე და განუკურნებელი დაავადებებია ჩამოთვლილი, წერია, რომ ფილტვის ქრონიკული დაავადებების მესამე ანუ მძიმე და მეოთხე, ანუ განსაკუთრებით მძიმე სტადიების დადგენის შემთხვევაში, პატიმარი სისტემიდან გათავისუფლებას ექვემდებარება.

კიდევ ერთი პატიმარი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კომისიას ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნით მიმართა,  58 წლის თეიმურაზ ქებულაძე იყო.

ლაშა ხაბაძე სატელეფონო საუბრისას ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ ორი პატიმრის მდგომარება არ არის კრიტიკულად მძიმე. 

გასულ 2015 წელს საპატიმრო დაწესებულებებში 12 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 2 სუიციდი იყო, ხოლო 3 შემთხვევაში უეცარი სიკვდილი დადგა. დანარჩენი პაციენტები კი მძიმე სენით იყვნენ ავად.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამ წელიწადში, პენიტენციურ სისტემაში სიკვდილიანობის სტატისტიკაში კლების დინამიკა შეინიშნება, ფაქტია, რომ გართულებული რეგულაციების გამო, საპატიმრო დაწესებულებას ვადაზე ადრე მაინც ვერ ტოვებენ ისეთი მსჯავრდებულები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა.

ავტორები: გიორგი გვიშიანი, ზურაბ სირბილაძე. 

 

 

დღის ამბები