აჭარაში ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიაში მშობლები და მამაოები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვიდეოკადრები რუსთავი 2-ს მიაწოდეს. არსებული ინფორმაციით დაპირისპირება სასულიერო გიმნაზიის მენეჯერის ნუგზარ ზოსიძის სამსახურიდან წასვლის შემდეგ დაიწყო.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით მანამ, სანამ გიმნაზიაში ჩხუბი დაიწყებოდა 2 საათიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გიმნაზიის ადმინისტრაცია, სასულიერო პირები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
მშობლები გიმნაზიის მენეჯერის ნუგზარ ზოსიძის თანამდებობაზე აღდგენას ან ამავე გიმნაზიაში მის პედაგოგად დაბრუნებას ითხოვდნენ, რასაც სკოლის ადმინისტრაცია და სასულიერო პირები ეწინააღმდეგებოდნენ. შეხვედრა უშედეგოდ და ხმაურის ფონზე დასრულდა.
სასულიერო გიმნაზიამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ ზოსიზემ თანამდებობა თავად დატოვა და ეს განხორციელებული საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე მოხდა.
ზოსიძე კი აცხადებს, რომ გიმნაზიაში უსამართლობაა, რომელსაც არ შეეგუება და სამსახურიდანაც სწორედ ამიტომ წამოვიდა. რუსთავი2-თან საუბრისას ზოსიძე აცხადებს, რომ დირექციაც და სასულიერო პირებიც ბავშვებს, რომლების აქციებს მისი დაბრუნების მოთხოვნით მართავენ, ემუქრებიან.
2 საათიან შეხვედრაზე მშობლები სასულიერო პირებისგან ასევე ითხოვნდნენ პასუხებს ვინ მიაყენა მათ ბავშვებს ფიზიკური შეურაცხყოფა და ვინ ემუქრებოდა მათ.