20 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
H1N1-სპეციალისტები ვირუსის გავრცელების მატებას კიდევ რამდენიმე კვირა პროგნოზირებენ

H1N1-ის ვირუსის სიმპტიმებით იაშვილის კლინიკაში დღეს საღამოს 18:00 საათამდე  105 ბავშვი მოიყვანეს, მათგან 25 სტაციონარში დარჩა, ძირითდად ფილტვების ანთებით. H1N1 ვირუსით იაშვილის სახელობის კლინიკაში 6 ბავშვია მოთავსებული. პედიატრიული სამსახურის უფროსი თეიმურაზ მიქელაძე ამბობს, რომ მისი დაკვირვებით წელს ვირუსი ბავშვებზე მეტად, ასაკოვან და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს უტევს.

განახლებული მონაცემებით რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს 18:00 საათმდე 77-მა პაციენტმა მიაკითხა. მათგან სტაციონარში 15 დარჩა. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს გრიპის წლევანდელ აფეთქებას, მაგრამ დაძაბულ რეჟიმში მუშაობა ექიმებს  გარკვეული პერიოდი კიდევ მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის გრიპის ვირუსის გავრცელების დონე არის 273 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. ეპიდემია კი ცხადდება მაშინ, როდესაც მაჩვენებელი 500-ს აჭარბებს.

ავტორი: პაატა იაკობაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები