აბაშაში აზბესტის მილების ირგვლივ აგორებული საპროტესტო ტალღა მას შემდეგ შეწყდა, რაც 2014 წელს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, აბაშაში წყალმომარაგების 100 კილომეტრიანი ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო. ექვსმილიონიანი პროექტის ფარგლებში, აზბესტის ამორტიზებული მილები, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად, პოლიეთილენის მილებით უნდა შეცვლილიყო, თუმცა, ცენტრალური 16 კილომეტრიანი მაგისტრალი ჯერ არ გამოცვლილა, შესაბამისად სასმელი წყალი ახალ ქსელში კვლავ აზბესტის მილის გავლით განაწილდება.
აბაშის მოსახლეობის ნაწილი დარწმუნებულია, რომ იმ სამუშაოების შედეგად, რომელიც ქალაქში მიმდინარეობს, აზბესტის მილები მთლიანად გამოცვლილია.
აზბესტი კიბოს ერთ-ერთი გამომწვევია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეს ფაქტი დიდი ხნის წინ დაადგინა. მისი გამოყენება მსოფლიოს 53 ქვეყანაშია აკრძალული.
სწორედ ამ მიზეზით, მთელს მსოფლიოში წელიწადში 107 ათასი ადამიანი იღუპება.
ავტორები: გიორგი გვიშიანი, იოსებ წიკლაური.