კამპანია ბათუმის ბულვარის სამივე ზოლის გადასარჩენად შავი ზღვის სანაპიროზე ცვლილებების შეჩერებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სარჩელი მოამზადეს.
სამართლებრივ დავას გეგმავენ ახალგაზრდა იურისტთა აოსციაციაში სადაც ამბობენ, რომ ბათუმის ბულვარი ისტორიულ-კულტურული ძეგლია. იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ მესამე ბილიკის გაუქმება ძეგლის იერსახეს სრულიად შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ ბულვარის მესამე ბილიკი 1956 წელს გააშენეს.
სამართლებრივი დავის პარალელურად კი აჭარაში დაწყებულ საპროტესტო ტალღას ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ურთდებიან.
ბათუმელები კი მთავრობას ურჩევენ ბულვარის მესამე ზოლის გადაკეთებას ჯობია ან ახალი ბულვარის მშენებლობა გაგრძელდეს ანდა გამოყოფილი თანხებით ბათუმის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია მოხდეს.
"ლამის ინგრევა ბათუმი და იქ გადაისროლონ ეს ფინანსური რესურსი"- აცხადებენ ბათუმელები რუსთავი2-თან საუბრისას.
მიუხედავად ამისა არიან მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე პროექტებს მიესალმებიან.
ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში დაწყებულ კამპანიას კი ასობით ადამიანი ურთდება.
ავტორი: გვანცა სუთიძე.