უახლოესი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ყინვებია მოსალოდნელი. სინოპტიკოსთა პროგნოზით, ისევ მოთოვს და ყინვა მთელ კვირას შენარჩუნდება.
ყველაზე დაბალი ტემპერატურა ბარში 27 იანვარს არის მოსალოდნელი და ყინვა -7 -10 იქნება.
უხვი ნალექის გამო კვლავ შეზღუდვებია დაწესებული გუდაური-კობის მონაკვეთზე, ასევე ნაქერალას უღელტეხილსა და თბილისის შემოვლით გზაზე. ამ მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული.
გზების დეპარტამენტის განმარტებით, გზების მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ასევე მუშაობს ცხელი ხაზი.