გუშიან გვიან ღამით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურისმ მონაკვეთზე, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახისავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნილია და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს (მლეთა–გუდაურის გზაზე რამდენიმე ზვავია ჩამოსული).
ზვავსაშიშროების რეჟიმი რჩება მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე, სადაც ამ დრომდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
"მთელი ღამის განმავლობაშ მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, შედეგად ამ ეტაპზე ყველა მიმართულებით არის შენარჩუნებული ავტო ტრანსპორტის გადაადგილება.არის ცალკეული შეზღუდვები, ეს შეეხება გომბორის უღელტეხილის მონაკვეთს სადაც დაწესებულია მოძრაობა ჯაჭვების გამოყენებით, რიკოთის და ნაქერალას უღელტეხილებზე შეზღუდულია მისაბმელიანი ავტომობილების გადაადგილება“ - აღნიშნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ გასვიანმა.