20 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
სოფელ ვაზიანის მოსახლეობა ავარიული კორპუსების მდგომარეობას აპროტესტებს

გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მოსახლეობა ავარიული კორპუსების მდგომარეობას აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით, საცხოვრებელი ბინების მდგომარეობა უკვე სიცოცხლისთვისაც სახიფათოა.

ნიკა მელიასთან შეხვედრაზე მოქალაქეები ამბობენ, რომ ამორტიზებულ კორპუსებში საკომუნიკაციო სისტემებიც მოშლილია.

ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას უმოქმედობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვაზიანის დასახლების პრობლემა გარდაბნის გამგეობამ არც 2016 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა.

ბუნდოვანია იმ რამდენიმე მილიონი ლარის საკითხიც, რომელიც აქ კორპუსების ასაშენებლად ჩაერიცხათ კომპანიებს, თუმცა შენობები არ დასრულდა. 

დღის ამბები