გზებზე დიდთოვლობით გამოწვეული გართულებული ვითარების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით შეზღუდვებს აწესებს.
ბათუმი-ქობულეთის უღელტეხილზე დაწესებულია შეზღუდვა დიდი ტევადობის სატვირთო ავტომანქანებისთვის.
სამტრედია-ჩოხატაურის საგზაო მონაკვეთზე კი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება აკრძალულია. საჯავახოს უღელტეხილის შესასვლელთან ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს და ჩოხატაურის მიმართულებით მხოლოდ იმ ავტომანქანებს ატარებს, რომელიც ტექნიკურად გამართულია და თოვლში უსაფრთხოდ მოძრაობა შეუძლია.