საოჯახო მედიცინის 4 ცენტრი ორი დღის განმავლობაში 1 200 პაციენტს მოემსახურა. ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის გავრცელების შესახებ ახალ მონაცემებსაც ავრცელებს. ვირუსულ პაციენტთა ავადობა გასულ დღეებთან შედარებით რამდენიმე ერთეულით არის გაზრდილი. ავადობის საშუალო მაჩვენებელი 100 000 მოქალაქეზე დაახლოებით 270ია.
“112-ის მიერ გადმომისამართებული იქნა 4 საოჯახო მედიცინის ცენტრზე 1 200 ზარი, განხორციელდა 800-ზე მეტი ამბულატორიული მიღება, პაციენტების ამ საოჯახო მედიცინის ცენტრებში. დაახლოებით 100-ზე მეტი გასვლა განხორციელდა ბინაზე და ასევე ძალიან ბევრი საკონსულტაციო სატელეფონო მომსახურეობა“ - აღნიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა.