ზაჰეისის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა აღებული, ახლა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
კომპანია ხიდმა თბილისის ბიუჯეტიდან მილიონ 800 ათასი ლარი მიიღო, სამუშაოები კი არ შეასრულა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ზაჰესის ხიდის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბრამდე გადავადდა.
ეს არ არის ერთადერთი შეუსრულებელი ვალდებულება, რომლის გამოც კომპანია ხიდის საქმიანობით საგამოძიებო უწყება დაინტერესდა.
გასულ წელს ფოთის სტადიონის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მითვისების ფაქტზე შპს ხიდის დამფუძნებელი დააკავეს.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობას კომპანია ხიდის ყოფილი დირექტორი მაია გოგიბერაშვილი ასრულებს.
მაია გოგიბერაშვილის მიერ დაკავებული თანამდებობა იყო საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სხდომაზე დეპუტატებსა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს შორის კამათის მიზეზი.
ავტორები: ეკო მაღრაძე, მარიამ შანშაშვილი.