დაახლოებით 8 საათის განმავლობაში სწავლობდა მაია ნიკოლეიშვილი იმ საცხოვრებელ სახლს, სადაც პროკურორი ვახტანგ ქირია მოკლული იპოვეს.
დამოუკიდებელი ექსპერტის აზრით, აღმოჩენილია ბევრი მნიშვნელოვანი მასალა, რამაც შესაძლოა საქმეში არსებულ სხვადასხვა კითხვას პასუხი გასცეს. მოპოვებული ფაქტები დეტალური შემოწმებისთვის ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
მკვლელობის ადგილს ნიკოლეიშვილი ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად სწავლობდა. დამოუკიდებელი ექსპერტი უახლოეს დღეებში იმ ავტომობილსაც შეამოწმებს, სადაც გამოძიების ინფორმაციით, ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა.
“იყო საინტერესო საკითხები, რაზეც ახლა ვერაფერს გეტყვით. ეს ყველაფერი ამოღებულია და ლაბორატორიული კვლევებისთვის გადაიგზავნა. საკმაოდ საინტერესო მასალაა, რომელიც იმედი მაქვს, რომ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შემატებს გამოძიებას,“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.