დატოვებს თუ არა თანამდებობას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, სავარაუდოდ, დღეს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე გახდება ცნობილი.
აღმასკომის წევრები დილის 11:00 საათზე შეიკრიბებიან.
დღის წესრიგის ერთერთ პუნქტად გამოტანილია ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების საკითხი.
ცხადაძის გათავისუფლების შესახებ წინადადებას აღმასკომს ფედერაციის პრეზიდენტი შესთავაზებს.
თავის მხრივ, კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ ის არ აპირებს თანამდებობის დატოვებას, თუ კონტრაქტს ცალმხრივად არ გაუწყვეტენ.