20 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
25-ე არხის გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ტელეკომპანიის რედაქციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

25-ე არხიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ტელეკომპანიის დირექციის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ისინი სამსახურში აღდგენას და მიღებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იუსტიტთა ასოციაციის წარმომადგენელი იცავს. 

გათავისუფლებული თანამშრომლები ტელეკომპანიის მფლობელს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებენ.

“ჩვენი გათავისუფლლების საფუძველი მოგვეჩვენა, რომ იყო დაუსაბუთებელი. ფაქტი, რაც უძღოდა წინ, არ იძლეოდა ამ გადაწყვეტელბის მიღების საფუძველს,“ - განაცხადა 25-ე არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა მაია მერკვილაძემ.

ადვოკატი, გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა შრომითო კოდექსის უხეში დარღვევით.

 

დღის ამბები