20 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
"აუცილებელია შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც ძალოვანების დანაშაულებს ობიექტურად შეისწავლის", - სოფო ვერძული

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამოქალაქო სექტორს მეტ აქტიურობას სთხოვს. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა ამის შესახებ სწორედ არასამთავრობოებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

პრემიერთან შეხვედრაზე არასამთავრობოების 20-მდე წარმომადგენელი იმყოფებოდა. არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა თემის გარდა ისაუბრეს იმ დანაშაულებებზე, რომელსაც ხშირად ჩადიან ძალოვანი სტურქტურის წარმომადგენლები. მათივე განმარტებით, აუცილებელია, რომ შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც ძალოვანების მიერ ჩადენილ დანაშაულს ობიექტურად გამოიძიებს.  

"საქართველოში უნდა შეიქმნას ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმები, ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა და გავრცელებული პრაკტიკა დემოკრატიულ სახელმწიფოებში არის ანტიკორიფციული სამსახური, რომელიც ზუსტად ამ ელიტური კორუფციის ფაქტებს გამოიძიებს და კონკრეტულ პასუხისმგებლობას დააყენებს კონკრეტულ პირებზე, აქ არის საუბარი მინისტრებზე, მინისტრის მოადგილეებზე, გამგებლებზე და მერებზე“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირეტორმა, ეკა გიგაურმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის სოფო ვერძულის თქმით, საუბარი იყო საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხზეც.

"საუბარია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიება მოხდეს. ეს საკითხი მოინიშნა პრემიერმინსიტრმა და ჩვენ ველოდებით, რომ ამ საკითხზე ძალიან მაღალი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აღნიშნა სოფო ვერძეულმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, განიხილეს ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობის საკითხი.

 

ავტორი: ნატა მახვილაძე

დღის ამბები