20 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
"აჭარასა და გურიის რეგიონებში 10 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება" - ილია ელოშვილი

დიდთოვლობის გამო აჭარასა და გურიის რეგიონებში საერთო ჯამში 10 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ენერგო-პრო და სამთავრობო სტრუქტურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მისივე თქმით, რთულია მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილება.

„ადგილობრივ მთავრობასთან და საგზაო დეპარტამენტთან ერთად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მალე აღმოიფხვრას პრობლემა,“ - აცხადებს ელოშვილი.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აბონენტებს რომლებსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხვალ დღის განმავლობაში აღუდგებათ.

დღის ამბები