სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირებას ითხოვს. საკანონმდებლო ინიციატივა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.
ცვილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება ექნება, საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს გადახედოს.
"დღემდე საკნოსტიტუციო სამსართლო განიხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებაში. კანონპროექტი კი გვთავაზობს, რომ ამ თვალსაზრისით უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების და ზოგადად საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კოსტიტუციურობა,“ - აღნიშნა უჩნა ნანუაშვილმა.