დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, სკოლებსა და ბაღებში სწავლის შეჩერებას ითხოვს.
ამის შესახებ მან დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა და თქვა, რომ გრიპის ვირუსიდან გამომდინარე შექმნილ ვითარებაში მან სწავლის დროებით შეწყვეტის შესახებ წინადადება განათლების მინისტრთან გაიარა.
„გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომ გრიპის შემთხვევების თანდათან ზომიერი მატება არის და განსაკუთრებით კონცენტრირება ხდება ბავშვებში, გვაქვს აქტიური კონტაქტი განათლების სამინისტროსთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვიდეს რეკომენდაციით და მივმართოთ სასკოლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში, თუ გცდენების რაოდენოდა 20%-ს სცილდება, მინიმუმ სამი სამუშაო დღით შეწყდეს სწავლა,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ყოველ 100 ათას კაცზე გრიპის ვირუსის 332 შემთხვევა ფიქსირდება, რაც გასულ კვირასთან შედარებით 100 ერთეულითაა გაზრდილი.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში მომავალი კვირიდან შემთხვევების მატებას კიდევ ელოდებიან.