20 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
უამინდობის გამო დასავლეთ საქართველო თითქმის პარალიზებულია

უამინდობამ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, სხვა პრობლემებთან ერთად, სასწავლო პროცესიც შეაფერხა, მათ შორის გურიაშიც, სადაც დამატებითი სპეც-ტექნიკა დღეს სამეგრელოდან ჩაიყვანეს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გზები ყველა პრობლემურ უბანზე იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი. ოზურგეთის მერი განმარტავს, რომ ქალაქში გადაადგილების პრობლემა მოხსნილია.

დიდთოვლობის გამო გურიაში ელექტროენერგიის მიწოდებაც შეზღუდულია.

 

 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები