20 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
დიდთოვლობამ ბათუმის პარალიზება მოახდინა

ბათუმში ადგილობრივები დიდთოვლობას საკუთარი ძალებით ებრძვიან. თითქმის ერთ მეტრამდე თოვლმა ბათუმის პარალიზება და ბულვარში არსებული უნიკალური ჯიშის ხეების განადგურების საშიშროება გამოიწვია.

ადგილობრივები მაგნოლიების გადასარჩენად შეიკრიბნენ და ხეები თოვლის საფარისგან გაწმინდეს.

ბათუმში, ცენტრალური ქუჩების გარდა, ავტომობილით გადაადგილება ყველგან შეუძლებელია. გაჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტი. დახურულია სურსათის მაღაზიებიც.

მოსახლეობა ადგილობრივი მთავრობის უმოქმედობაზე საუბრობს.

დიდთოვლობამ პრობლემები, ბათუმის გარდა, ხელვაჩაურს, ქობულეთსა და ქედას შეუქმნა. 6 400-მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. აჭარის სასწავლო დაწესებულებებში კი, განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, სწავლა შეწყდა.

 

 

ავტორი: მარიკა გოცირიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები