20 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
"მედიატორის" დამფუძნებელი შაორის ბანაკის დაფინანსებაზე დაკითხეს - საქმეში კახა კალაძის ცოლის ძმა ფიგურირებს

სამ საათზე მეტ ხანს იკითხებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის დამფუძნებელი ე.წ. მოდულის შენობაში.

გივი კუბლაშვილის თქმით, შეკითხვები შაორის ბანაკის დაფინანსებას შეეხებოდა. საქმეში კახა კალაძის ცოლის ძმა, გიორგი არეშიძე ფიგურირებს, როდესაც ის თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ფაქტზე გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს.  

დღის ამბები