ამ დორისთვის საქართველოს მასშტაბით სულ 395 სკოლაშია შეწყვეტილი. აქედან 200 დიდთოვლობის გამო, 195 კი - ვირუსის გამო.
თბილისში სასწავლო პროცესი 26 სკოლაშია შეჩერებული.
განათლების სამინისტრო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს მოსწავლეების დასწრებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ იმ სკოლებში, სადაც გაცდენების საშუალო მაჩვენებელი 20 პროცენტს აჭარბებდა, დროებით შეჩერებულიყო სასაწავლო პროცესი. განათლების სამინსიტრო აგროვებს მონაცემებს, რომლის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილებები. გუშინდელთან შედარებთ მოიმატა ამ სკოლების რაოდენობამ, თუმცა ეს არ არის საგანგაშო რაოდენობა. შესაბამისად, დღის განმავლობაში, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მონაცემები, მიიღება გადაწყვეტილებები იმ სკოლებში, სადაც 20 პროცენტზე მეტია გაცდენის მაჩვენებელი, დროებით შეჩერდეს სასწავლო პროცესი,“ - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
ავტორი: მარიკა გოცირიძე